შატო ივერი - ის საოჯახო ვენახები მდებარეობს საქართველოს ულამაზეს მხარეში, აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში, ქალაქ ბათუმიდან 50 კმ დაშორებით, აჭარისწყლის ხეობაში, სადაც ყურძნის წარმოებისათვის უნიკალური პირობებია. ეს ადგილი ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებაროებს, მზის ინტენსივობა მაღალია. რელიეფის, მიკროკლიმატისა და ნიადაგის ერთობლიობა კარგ პირობებს ქმნის მაღალხარისხიანი საოჯახო ღვინის წარმოებისთვის.
ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ცოლიკოურის, ჩხავერისა და საწურის სანიმუშო ვენახები, ასევე, მცირე რაოდენობით 10-ზე მეტი დასახელების ვაზის ენდემური ჯიში. ჩვენს ოჯახს ღვინის წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება და ტრადიციები აქვს. ჩვენი მიწის ნაკვეთში ნაპოვნია ძველი ქვევრები, რაც მიანიშნებს, რომ აქ ვაზის კულტურა უხსოვარი დროიდან არსებობდა.
Copyrighyt 2024